ცხოვრება მშვიდად მიდიოდა…
ერთი–ორჯერ ვიყავით გარემოს დასაზვერად. მართლაც რომ ძალიან ლამაზი იყო:
პატარა სოფელი, ძველმოდური სახლები (მაგრამ ზოგიერთს არა უშავდა რა), განიერ მდინარეზე გადებული ლამაზი ხიდი, მაღალი ხეები და კიდევ უამრავი რამ, რაც ამ ადგილს კარგს იერს აძლევდა.
როგორც ზემოთ ვთქვი, სოფლელებთნ კარგი ურთიერთობა გვქონდა, გასაკუთრებით კი ორ ბიჭს– კახასა ზურას დავუმეგობრდით.
წარმოსადეგი ბიჭბი იყვნენ, მაღლები. ყველგან ერთად იყვნენ, სახლებიც კი გვერდიგვერდ ქონდათ. ნადირობაც უყვარდათ..
ზურა და კახა ჩვენს ჩა მოსვლამდე რტამდენიმე კვირით ადრე იყვნენ ჩამოსულები, ქალაქში სწავლობდნენ და დამთავრებისას ჩამოვიდნენ.
ზურას დაც ჰყავდა – ხატია. კეთილი გული ჰქონდა. მალე ნინისაც დაუმეგობრდა.
ერთხელაც ჩვენთან ვიყავით შეკრებილები, ვერთობოდით. უცებ გიორგიმ თქვა:
–მოდი , მთის იქითა მხარეს გადავიდეთ და დავათვალიეროთ, გავილაშქროთ რა!
–რას აიჩემე ეს მთა! მაგის გარდა ადგილი რა მოიძებნა? _ ვუპასუხე მე.
–კი მოიძებნა, მარა ხო იცი, ეს რო აიკვიატებს რამეს, მერე ვეღარ ათქმევინებ უარს! _თქვა ნინიმ.
–მანდ თუ წავალთ, იარაღიც დაგვჭირდება. ცხოველებითაა საქმე, რა იცი რას გადავეყრებით. _ჩურთო კახამ
–იარაღი ჩემზე იყოს, ხო იცი, მამაჩემი ძველი კოლექციონერია, ეხა კი მე გადმომაბარა თავისი საყვარელი თოფები. –თქვა ზურამ.
–მოდი რა, წავიდეთ! მაგარი იქნება!
–კაი, კაი, მოვდივარ! როდის წავიდეთ? აჩქარება არა ღირს, ხო? _ვუთხარი მე.
–ერთ–ორ კვირაში. მანამდე მე და შენ წავიდეთ ქალაქში და საძილე ტომრები, კარვები და ლაშქრობისთვის საჭირო რამეები მოვიტანოთ!_მითხრა გიომ.
–”შედლუხი” ჩემზეა!_თქვა ზურამ.
–მეც მაქვს საჭირო აღჭურვილობა, გაჩვენებთ მერე. _თქვა კახამ.
–ანუ გადაწყდა? _იკითხა ნინიმ.
–ჰო, ორი კვირის შემდეგ! _უპასუხა ზურამ.
–ისე კი,უნდა იცოდეთ რო შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს. მანდ რამდენიც წასულა, იმის ნახევარიც კი არ დაბრუნებულა. _თქვა კახამ. ვინც დაბრუნდა იმათ უთქვამთ, რაღაც ცხოველის ხმა გვესმოდა მაგრამ არ დაგვინახავს რა იყოო.
–აუ, ეგეთები გვინახავს?
–ეგ არაფერი, ადვილად გავუმკლავდებით! _თქვა გიომ…
ახალგაზრდები ვიყავით და თავში ჭკუა არ გვქონდა. უფრო სწორად, არაფრის არ გვეშინოდა… მაშინ რა ვიცოდით, იქითა მხარეს რა გველოდა……..