–გიორგი! ჩამო რა მაგ მთიდან, ხო იცი, უბედურების მეტი არაფერი არ მოაქ!
–გაჩე, თუ ძმა ხარ! ერთი–ორი კაცი თუ მოკვდა აქ, იმას ხო არ ნიშნავს რო მეც მაგათ კვალს გავყვები?! ნუ აყვები რა მაგ ცრურწმენებს!
–ეგ შენ გგონია ცრურწმენა, და თანაც ორი კი არა, სამი!
–დიდი განსხვავება!
–ჩამო, ჩამო, მე ანგარიშზე მეტი აღარ მაქ…. და თან ნინიც უნდა გაიყვანო ქალაქში, ხო იცი!
–მოვდივარ, მოვდივარ! ისე ასე სად ეჩქარება? დასავლეთიდან ტბილისამდე შორი მანძილია, ჩემო დავით!
–ჩამო, ჰა!
–მოვქრივარ!
ეს სატელეფონო ზარი 30 წლის წინ განხორციელდა. მაშინ 25 წლისა ვიქნებოდი. მე, გიორგი და ნინი ბავშვობის მეგობრები ვიყავით, ერთად დავდიოდით ყველგან. ოჯახი არცერთს არ გვქონდა შექმნილი.
მოგზაურობა გვიყვარდა ძალიან. მეოცნებენი ვიყავით, ლაშქრობები გვიყვარდა და ლაშქრობის დროს ბუნებასაც ვსწავლობდით, თან ვნადირობდით.
აღმოსავლეთში იმ დროისათვის არც–ერთი ადგილი უნახავი არ გვქონდა დატოვებული, აი, დასავლეთში კი იმდენად ხშირად არ დავდიოდით…
ერთხელაც დასავლეთში შემთხვევით მოხვედრილებმა, ერთი სოფელი ვნახეთ, ძაან კი მოგვეწონა. აქ ერთ–ორ თვეში სახლი ვიქირავეთ და ცოტა ხნითაც ვაპირებდით დარჩენას, ნინის სახლის ყიდვა რომ არ აეკვიატებინა.
მართლაც და, სახლი ვიყიდეთ და მეზობლები გავიცანით, ზოგსაც დავუმეგობრდით…
ასე და ამგვარად, ეს დიალოგი ჩემსა და გიოს შორის ამ სოფელში გაიმართა. ნინიმ გვთხოვა, თბილისში გამიყვანეთო. დედამისის ავადმყოფობის გამო ნინი სულ უფრო და უფრო კარგავდა სიცოცხლის ხალისს…
მთა, რომელზეც მე და გიორგი ვსაუბრობდით სოფლელებს არ უყვარდათ. ამბობდნენ, იმათ, ვინც იქ დაასრულა სიცოცხლე, ძალიან უყვარდა ის ადგილიო.
ცხოველებიც იცოდა ამ მთაზე… ზოგჯერ სანადიროდაც გადიოდნენ სოფლის კაცები და ზოგჯერ იტყოდნენ, ერთი ორი მგელიც მივაყოლე ნანადირევსო…
ახლა კი კვლავ ჩვენს ახალ სახლს დავუბრუნდეთ:
ეს იყო დიდი, ლამაზი სახლი, მაგრამ შეკეთებასზე უარს ნაღდად არ იტყოდა. ეს სახლი ნამდვილად არ იყო საუკეთესო ამ ადგილას, მაგრამ მაინც ჰქონდა რაღაც ხიბლი. უკანა ფანჯრებიდან მშვენიერი ხედი იშლებოდა: ძველმოდური სახლბებით სავსე ულამაზესი სოფელი…..
სახლის ძველ მესაკუთრეებზეც არ ვიცოდით ბევრი რამ. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ იმ სამი დაღუპულიდან (მთაზე ვინც დაიღუპა) ერთ–ერთი ამ სახლში ცხოვრობდა. ამის შემდეგ მისმა მშობლებმა სახლის გაყიდვა და იმერეთში გადასვლა მინდომეს, ჩვენც ეს სახლი ვიყიდეთ…
და აი, ჩვენც დავიწყეთ ცხოვრება ამ ლამაზ, მშვენიერ სოფელში… სამომავლო ლაშქრობებზე ფიქრი არ გვშორდებოდა…